მარიამ ტოპოლიანი
მაგიდის ჩოგბურთი
მარიამ ტოპოლიანი - დაიბადა 1975 წლის 11 აპრილს - რუსეთში. 1981 წელს გადაიყვანეს კახეთის ბავშვთა სახლში. 1984 წლიდან დღემდე ცხოვრობს დიღმის ბავშვთა სახლში. დაამთავრა დიღმის ბავშვთა სახლის სკოლა და სწავლა გააგრძელა და დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ენის ფილოლოგიის მიმართულებით. მაგიდის ჩოგბურთში ვარჯიში დაიწყო 2006 წლიდან. იგი გახლავთ თბილისის და საქართველოს პირველობის მრავალგზის პრიზიორი. 2015 წლის თბილისის საერთაშორისო ამხანაგური თამაშების ოქროს მედალოსანი. 2018 წლის ერევნის საერთაშორისო ტურნირის ოქროს მედალოსანი. 2018 წლის დუბაიში გამართული მსოფლიო სპეციალური ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი, 2019 წლის პირველი პარა მაგიდის ჩოგბურთის საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი. 2019 წლის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის მედალოსანი.