დავით მეგრელიშვილი

მაგიდის ჩოგბურთი

დავით  მეგრელიშვილი  დაიბადა  ქალაქ  თბილისში 2004  წლის 9 ოქტომბერს. აქვს თანდაყოლილი  მარცხენა ხელის  ბიო პროტეზი. ვარჯიში  მაგიდის  ჩოგბურთში  დაიწყო  2018 წლიდან და გახლავთ საქართველოსა და  თბილისის  პირველობის პრიზიორი.
2019  წლის საქართველოს პარა მაგიდის ჩოგბურთის ბრინჯაოს მედალოსანი.
 2019 წლის ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული აქვს ტურნირის ვერცხლის მედალი.
2019  წლის  კორეის საერთაშორისო ბანაკის  მონაწილე  და  სტიპენდიანტი.